ისტორია
ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით,
ჩოგბურთი XIII საუკუნის საფრანგეთში ჩაისახა. თუმცა დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ
ითვლება ამ თამაშის ნამდვილ ფუძემდებლად. ისტორიკოსების უმრავლესობა თანამედროვე ჩოგბურთის
მამამთავრად დიდი ბრიტანეთის კავალერის მაიორს უოლტერ კლოპტონ უინგფილდს (Walter
Clopton Wingfield) მიიჩნევენ.
1873 წელს უინგფილდმა ახალი თამაშის
წესები გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნებოდა რამდენიმე თამაშის პრინციპებს, კერძოდ: კორტ-ჩოგბურთს,
ბადმინტონს, ფაიფს და რეკიტს. იმისთვის, რომ გამომგონებლის უფლება შეენარჩუნებინა,
ამ თამაშს „სფერისტიკა“ უწოდა (sphairistik ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ითამაშე ბურთი“).
პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წლის 9 ივნისს ჩატარდა , რომელსაც შემდგომში უიმბლდონი
ეწოდა.
ჩოგბურთს ნივთები
ჩოფბურთის ნივთები არის ჩოგანი და ბურთი
ბურთი უნდა იყოს დაფარული თეთრი ან ყვითელი ფერის ერთგვაროვანი საფარით. თუ იგი არის
გაკერილი,არ უნდა ემჩნეოდეს ნაკერები. ბურთის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 6,35 სმ-ისა
და არაუმეტეს 6,67 სმ.-ისა,ხოლო წონა არა ნაკლებ 56,7 გრამისა და არა უმეტეს 58,5 გრამისა.
254 სმ. სიმაღლიდან დაგდებული ბურთი ბეტონის საფარზე დაცემის შემდეგ უნდა ახტეს
135 სმ-ზე მეტ და 147 სმ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე. 8,165 კგ-ის დაწოლისას პირდაპირი დეფორმაცია
უნდა იყოს 0,56-0,74 სმ-ის ფარგლებში, ხოლო უკუდეფორმაცია 0,89-1,08 სმ-ის ფარგლებში.
ეს ორი დეფორმაცია უნდა იყოს საშუალო მაჩვენებელი ბურთის 3 დამოუკიდებელი გაზომვისა
ბურთის 3 ღერძზე და თითოეული ცდის შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 0,08 სმ-ს..
ჩოგბურთის კორტი
კორტი უნდა იყოს მართკუთხა 23,77 მ.
სიგრძისა და 8,23 მ. სიგანისა. იგი შუაზე გაყოფილი უნდა იყოს ბადით, რომელიც დამაგრებულია
0,8 სმ. მაქსიმალური დიამეტრის ტროსზე. ტროსის ბოლოები დამაგრებულია ან გადაჭიმულია
ორ ბოძზე, რომლებიც, თუ ოთხკუთხაა, უნდა იყოს არაუმეტეს 15კვ. სმისა, და თუ მრგვალია,
არაუმეტეს 1,5 სმ. დიამეტრისა. ბოძების ცენტრები უნდა იყოს დაცილებული კორტისაგან
0,914 მ-ით ორივე მხარეს, ხოლო მათი სიმაღლე უნდა იყოს ისეთი, რომ ტროსის წვერი კორტის
ზედაპირიდან 1,07 მ. სიმაღლეზე აღმოჩნდეს. როცა წყვილისათვის და ერთეულისათვის განკუთვნილ
კორტზე ერთეულებს თამაშობენ, მაშინ ბადე 1,07 მ. სიმაღლეზე უნდა დაყენდეს ორი საყრდენი
ჯოხის მეშვეობით და მათი სიფართოვე არ უნდა იყოს 7,5 კვ. სმ-ზე ან 7,5 სმ. დიამეტრზე
მეტი. საყრდენი ჯოხების ცენტრები უნდა იყოს 0,914 სმ-ის დაშორებით ერთეულის კორტის
ხაზიდან. ბადე ორ ბოძს შორის მთელ მანძილზე არის გადაჭიმული, ხოლო ბადის უჯრედები საკმაოდ
პატარა უნდა იყოს იმისათვის, რომ შიგნით არ გაძვრეს ბურთი. 132 ბადის სიმაღლე ცენტრში
უნდა იყოს 0,914 მ. ამ ადგილას ტროსზე გადაჭიმულია არა უმეტეს 5 სმ სიგანისა და მთლიანად
თეთრი ფერის ლენტი, რომელიც კორტის ზედაპირზეა დამაგრებული. ტროსის მთელ გაყოლებაზე
მასზე შემოხვეულია არშია, არა ნაკლებ 5 სმ. და არაუმეტეს 6,3 სმ. სიგანისა და მთლიანად
თეთრი ფერისა. დაუშვებელია იყოს სარეკლამო ნიშანი ან წარწერა ბადეზე, არშიაზე და საყრდენ
ჯოხებზე. კორტი შემოსაზღვრულია საბაზო (უკანა) ხაზებით /base lines/ და გვერდითი ხაზებით.
კორტის ორივე მხარეს ბადიდან 6,4 მ დაცილებით და ბადის პარალელურად გავლებულია ხაზები,
რომლებიც შუაზე იყოფიან ბადისკენ აშვებული ვერტიკალური ხაზით. ამ ხაზებით შემოფარგლულია
არე სადაც უნდა მოხვდეს ჩაწოდებული ბურთი - ~ჩაწოდების მოედანი~ /service court/. საბაზო
ხაზების ცენტრში ვერტიკალურად კორტის შიგნით იხაზება 10 სმ სიგრძისა და 5 სმ სიგანის
~ცენტრის ნიშანი~ /centre mark/.კორტის ხაზები უნდა იყოს არა ნაკლებ 2,5 სმ და არაუმეტეს
5 სმ სიფართოვისა, გარდა საბაზო ხაზისა, რომლის სიფართოვეც შეიძლება იყოს 10 სმ ხაზები
უნდა იყოს თეთრი ფერისა. თუ კორტის უკან დაყენებულია, ან დაკიდებულია რეკლამები, ან
რაიმე სხვა საგნები, ისინი არ უნდა შეიცავდნენ თეთრ, ყვითელ ან ნებისმიერ კაშკაშა ფერს.
ასევე დაუშვებელია ეს ფერები თუ რეკლამები განლაგებულია საბაზო ხაზების უკან მჯდომი
მსაჯები სკამებზე. შენიშვნა: ჩოგბურთის საერთაშორისო ჩემპიონატის (“დევისის თასი”)
ან ITF (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ოფიციალური შეჯიბრებების დროს საბაზო ხაზების
უკან სათამაშო სივრცე არ უნდა იყოს 6,4 მ.-ზე ნაკლები, ხოლო გვერდითი ხაზებიდან
3,66 მ.-ზე ნაკლები.
ჩოგბურთის წესები
საჩოგბურთო მატჩში გამარჯვებულად ითვლება ის ჩოგბურთელი,
რომელიც მეტოქეს 2 სეტის უპირატესობით დაამარცხებს - დიდი სლემის ტურნირებზე კი უპირატესობა
3 სეტის მოგებით განისაზღვრება. სეტი შედგება გეიმებისგან, სეტში გამარჯვებულად ითვლება
ის, ვინც პირველი მოიგებს 6 გეიმს, მინიმუმ 2-გეიმიანი სხვაობით. თუ მეტოქეებმა
6-6 გეიმი მოიგეს, ინიშნება “ტაი-ბრეიკი” 7 მოგებიან ქულამდე (აუცილებელი 2-ქულიანი
სხვაობით). უშუალოდ გეიმის გათამაშებისას ქულები შემდეგნაირად ირიცხება: პირველი და
მეორე მოგებული ბურთი - 15-15 ქულა, მესამე – 10 ქულა. მეოთხე – გადამწყვეტი ქულა და
გეიმში გამარჯვება. როცა ანგარიშია 40:40, ცხადდება “თანაბარი” (Deuce), და თამაში
გრძელდება პრინციპით – “მეტი” (Advantage), “ნაკლები” (Advantage) 2-ქულიან სხვაობამდე.
ჩოგბურთს თამაშობენ მართკუთხა მოედანზე
– კორტზე. ერთეულთა თამაშისთვის განკუთვნილი კორტის სიგრძეა – 23,77 მ, სიგანე –
8,23 მ. წყვილებისთვის – შესაბამისად 23,77 მ და 10,97 მ. კორტის შუაგამყოფი ბადის
სიმაღლე: ცენტრში - 0,914 მ, ბოძებთან - 1,066 მ. კორტი შემოსაზღვრულია უკანა და გვერდითი
ხაზებით, აგრეთვე დამატებითი გვერდითი ხაზით ერთეულთა შეხვედრებისთვის. ბადის პარალელურად,
ორივე მხარეს, 6,4 მეტრზე გავლებულია მოწოდების ხაზი. მოწოდების მოედნების ცენტრში
ბადის პერპენდიკულარული ხაზი ამ მოედნებს 4 თანაბარ ნაწილად ყოფს (თითოეულ მხარეს
– 2-2). თითოეულ უკანა ხაზს შუაზე ყოფს ცენტრალური ხაზის წარმოსახვითი გაგრძელება
(10 სმ). ბადე მთლიანად ავსებს ბოძებს შორის სივრცეს. ბადის ზედა და ქვედა კიდეები
შემოსაზღვრულია თეთრი თასმით (თასმის სიგანე – 5-6,35 სმ). უკანა ხაზსიქითა სივრცე
არ შეიძლება იყოს 5,5 მეტრზე, გვერდებზე კი – 3 მეტრზე ნაკლები. კორტის საფარი სხვადასხვაგვარია.
ყველაზე გავრცელებულია ე.წ. რბილი (თიხის), მკვრივი (ბეტონის საფუძვლით და სინთეტიკური
საფრით) და ბალახის კორტები.
ბურთი ქსოვილგადაკრული რეზინისაა, უმეტესად
ყვითელი ფერის, წონა – 56,7-58,5 გ. ჩოგანი ოვალურია, დასარტყმელი ზედაპირი – ბრტყელი,
ერთგვაროვნად დაჭიმული ძალებით. პროფესიონალთა თამაშისთვის განკუთვნილი ჩოგნის სიგრძე
(რკალი და სახელური) არ უნდა აღემატებოდეს 73,66 სმ-ს, რკალის სიგანე – 29,21 სმ-ს.
ჩოგბურთში მეტოქეების ვინაობა ცნობილი
ხდება კენჭისყრის შედეგად, ასევე კენჭისყრით წყდება პირველი მომწოდებლის ვინაობა. მეტოქეები
მხარეებს ცვლიან პირველი, მესამე და ყოველი მომდევნო კენტი გეიმის შემდეგ. თუ სეტის
ბოლოს გეიმების რაოდენობა ლუწია, მხარეები არ იცვლება მომდევნო სეტის პირველი გეიმის
დამთავრებამდე. ბურთი თამაშშია მოწოდებიდან ქულის გათამაშებამდე.
მოწოდებისას ბურთმა უნდა გადაკვეთოს
ბადის ხაზი და დაეშვას მოწოდების დიაგონალურ მოედანზე. შეცდომის შემთხვევაში მოთამაშეს
ეძლევა ხელმეორედ მოწოდების უფლება. მომწოდებელი ყოველი გეიმის შემდეგ იცვლება და მიმღები
ხდება. წყვილთა შეხვედრისას, ყოველი სეტის დასაწყისში პარტნიორები თვითონ ადგენენ პირველ
მომწოდებელს, მეტოქე წყვილი – პირველი მოწოდების მიმღებს. თამაში მიმდინარეობს შეუსვენებლად.
მხარეთა შეცვლისთვის გამოყოფილია არაუმეტეს წუთ-ნახევრისა. მესამე (ქალებისთვის – მეორე)
სეტის შემდეგ ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მოითხოვოს დასვენება არაუმეტეს 10 წუთისა.
მატჩს სჯიან მსაჯი კოშკზე, მსაჯები ხაზზე და ბადესთან. ჩოგბურთელთა შეჯიბრებები, როგორც
წესი, იმართება ოლიმპიური სისტემით (წაგებული ტურნირს ეთიშება)
საუქეთოსო მოთამაშები
როჯერ ფედერერი ქვეყანა:
შვეიცარია დაბადების თარიღი: 1981
წლის 8 აგვისტო დაბადების ადგილი: ბასელი,
შვეიცარი სიმღლე: 1.86 მწონა: 85 კგ
ფედერერს მოგებული აქვს 15 დიდი მუზარადის
ტურნირი ერთეულებში, მეტი ვიდრე სხვა დანარჩენ ჩოგბურთელებს. ის არის მეექვსე მამაკაცი
ჩოგბურთელი რომელმაც შეასრულა საკარიერო დიდი
შლემი, მესამე (აგასისა და ლეივერის შემდეგ)
ღია პირველობის ეპოქაში და მეორე( აგასის შემდეგ) რომელსაც მოგებული აქვს ოთხივე დიდი
შლემის ტიტული სამ სხვადასხვა საფარზე(თიხაზე, ბალახზე და მაგარ საფრიან კორტებზე)
No comments:
Post a Comment